Sunday, October 26, 2014

მერვე დღის რეფლექსია

დღევენდელი დღე  საინტერესო  იყო,  გადავათვალიერეთ  ერთმანეთის ნამუშევრები,ვეცადეთ  ჩვენი  პორტფოლიო  განგვეთავსებინა ინტერნეტ  სივრცეში,მაგრამ  სამწუხაროდ  ტექნიკური  ხარვეზების  გამო  ხელი  შეგვეშალა. სინათლე  ორჯერ  გაგვეთიშა  და  ასევე  ინტერნეტიც.

მომიწია  დამატებით  დღეს  მოსვლა  და პორტფოლიოს გამოქვეყნება.

Saturday, October 18, 2014

მეშვიდე დღის რეფლექსია

საკმაოდ  რთული  დღე  იყო,ძალიან  ბევრი  ვიმუშავეთ.შევავსეთ  დიფერენცირებული  სწავლების  კითხვარი.გავეცანით სასწავლო  პროცედურის  ნიმუშებს  ინტელის  ბიბლიოთეკიდან, დავიწყეთ მუშაობა  პუნქტზე--სასწავლო  პროცედურები. გადავხედეთ  ერთმანეთის  ბლოგებს.მივიღეთ  დავალება  წავიკითხოთ  მეექვსე  მოდული  სახელმძღვანელოდან,შევავსოთ  სასწავლო  პროცედურები  ბოლომდე.

Thursday, October 16, 2014

მეექვსე დღის რეფლექსია

გავეცანით  INTEL-ის   ბიბლიოთეკიდან  შეფასების  რუბრიკებს  და გავაკეთეთ  ჩვენს   პროექტთან  მისი  ადაფტირება, გავაკეთეთ  პორტფოლიოს  რედაქტირება და განვათავსეთ  ბლოგზე.

ვისწავლეთ ბლოგზე  გვერდების  ჩამატება.

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი


მეხუთე დღის რეფლექსია


Sunday, October 12, 2014

მეოთხე დღის რეფლექსია

დღევანდელი  დღე ძალიან  ნაყოფიერი   და საინტერესო  იყო, საკმაოდ  ბევრი  ვიმუშავეთ, ვისწავლეთ ბევრი  რამ. განვიხილეთ ერთმანეთის  მიმართულების  მიმცემი საკვანძო  შეკითხვები, ბლოგზე განვათავსეთ პორტფოლიოს  პრეზენტაცია და გამოვაქვეყნეთ. მივიღეთ  დავალება  გავაკეთოთ  შეფასების  დროის  ჩარჩო.

პორტფოლიოს პრეზენტაცია