Sunday, October 26, 2014

მერვე დღის რეფლექსია

დღევენდელი დღე  საინტერესო  იყო,  გადავათვალიერეთ  ერთმანეთის ნამუშევრები,ვეცადეთ  ჩვენი  პორტფოლიო  განგვეთავსებინა ინტერნეტ  სივრცეში,მაგრამ  სამწუხაროდ  ტექნიკური  ხარვეზების  გამო  ხელი  შეგვეშალა. სინათლე  ორჯერ  გაგვეთიშა  და  ასევე  ინტერნეტიც.

მომიწია  დამატებით  დღეს  მოსვლა  და პორტფოლიოს გამოქვეყნება.

Saturday, October 18, 2014

მეშვიდე დღის რეფლექსია

საკმაოდ  რთული  დღე  იყო,ძალიან  ბევრი  ვიმუშავეთ.შევავსეთ  დიფერენცირებული  სწავლების  კითხვარი.გავეცანით სასწავლო  პროცედურის  ნიმუშებს  ინტელის  ბიბლიოთეკიდან, დავიწყეთ მუშაობა  პუნქტზე--სასწავლო  პროცედურები. გადავხედეთ  ერთმანეთის  ბლოგებს.მივიღეთ  დავალება  წავიკითხოთ  მეექვსე  მოდული  სახელმძღვანელოდან,შევავსოთ  სასწავლო  პროცედურები  ბოლომდე.

Thursday, October 16, 2014

მეექვსე დღის რეფლექსია

გავეცანით  INTEL-ის   ბიბლიოთეკიდან  შეფასების  რუბრიკებს  და გავაკეთეთ  ჩვენს   პროექტთან  მისი  ადაფტირება, გავაკეთეთ  პორტფოლიოს  რედაქტირება და განვათავსეთ  ბლოგზე.

ვისწავლეთ ბლოგზე  გვერდების  ჩამატება.

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი


მეხუთე დღის რეფლექსია


Sunday, October 12, 2014

მეოთხე დღის რეფლექსია

დღევანდელი  დღე ძალიან  ნაყოფიერი   და საინტერესო  იყო, საკმაოდ  ბევრი  ვიმუშავეთ, ვისწავლეთ ბევრი  რამ. განვიხილეთ ერთმანეთის  მიმართულების  მიმცემი საკვანძო  შეკითხვები, ბლოგზე განვათავსეთ პორტფოლიოს  პრეზენტაცია და გამოვაქვეყნეთ. მივიღეთ  დავალება  გავაკეთოთ  შეფასების  დროის  ჩარჩო.

პორტფოლიოს პრეზენტაცია


Saturday, October 11, 2014

მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები

ზოგადი   კითხვა
რატომ არის  მნიშვნელოვანი  დღესასწაულების  აღნიშვნა? 

თემატური  კითხვები


  • რა განსხვავებები  არსებობს  ტრადიციებს  შორის?
  • რამდენად მნიშვნელოვანია სხვა ქვეყნების  ტრადიციების ცოდნა?
  • რა არის საჭირო  იმისათვის რომ  გაეცნო სხვა  ქვეყნის  კულტურას  და ტრადიციებს?
შინაარსობრივი  კითხვები


  • რომელი გრამატიკული  დრო  შეიძლება გამოიყენო ახალი  წლის  აღწერის  დროს?
  • რომელ  ინგლისურ  სიტყვებს  გამოიყენებთ ტრადიციებზე  სასაუბროდ?

პროექტის მიზნები და ამოცანები

მოსწავლეები

  •  მოიძიებენ ინფორმაციას  სხვადასხვა  ქვეყნებში როგორ  ხვდებიან  ახალ  წელს. 
  • განიხილავენ სხვადასხვა ქვეყნის კულტურულ ტრადიციებს.  
  • შეადარებენ სკუთარი  ქვეყნის ტრადიციებს  და კულტურას  სხვა ქვეყნების  ტრადიციებთან. შემდეგ  მოცემულ  ინფორმაციაზე  დაყრდნობით გააკეთებენ  დასკვნებს და მიღებული  ცოდნის  საფუძველზე  მოხდება აუდიტორიისთვის  გადაცემა

მესამე დღის რეფლექსია

1. დავამთავრეთ ბროშურაზე მუშაობა,
2.  შევქმენით  სლაიდები
3 .ვიმუშავეთ  პროექტის  გეგმის შაბლონზე
4 .შევარჩიეთ პროექტის  შესაბამისი სტანდარტი  და  ინდიკატორი.
5. მივიღეთ დავალება  წავიკითხოთ II  მოდულის  პირველი და მეორე აქტივობა.

Sunday, September 28, 2014

მეორე დღის რეფლექსია

მეორე  დღეც  ძალიან  საინტერესო  იყო, გავეცანით ერთმანეთის  პროექტის იდეებს, გავაკეთეთ კომენტარები, ერთმანეთს მივეცით რჩევები,  გავაკეთეთ ბროშურის  გარეკანი. დავალებად  მივიღეთ  პირველი  მოდულის თავიდან  ბოლომდე  წაკითხვა, ერთმანეთის  ბლოგებზე  კომენტარების  გაკეთება  და  ბროშურის   შიგთავსის  იდეის  მოფიქრება.

Saturday, September 27, 2014

ჩემი პროექტის იდეა

                            New  Year  Around The  World

მრავალი  ტრადიციული  დღესასწაული არსებობს,  მაგრამ   ახალი  წელი   ერთ-ერთი  მნიშვნელოვანია  მათ  შორის. მსოფლიოს   ყველა  ქვეყანაში   განსაკუთრებულად  აღნიშნავენ   ახალ  წელს.  აქედან  გამომდინარე  მოსწავლეები   მოიძიებენ  ინფორმაციას, როგორ  ხვდებიან  ახალ  წელს  სხვადასხვა  ქვეყანაში.გაეცნობიან  ამა თუ  იმ  ქვეყნის  ტრადიციებს  და კულტურას. შემდეგ  მოახდენენ  შედარებას  ქართულ ტრადიციებსა  და სხვა  ქვეყნის ტრადიციებს   შორის. მოხდება  მათი განხილვა, გაანალიზება და შემდეგ   მოცემულ   ინფორმაციაზე  დაყრდნობით  გააკეთებენ   პრეზენტაციას. ასევე  სკოლაში  მოაწყობენ   საშობაო   ღონისძიებას.

პირველი დღის რეფლექსია

 დავრეგისტრირდი    INTEL-ის   სასწავლო   პროგრამაზე, გავეცანით  პროექტის   მიზნებს და  ამოცანებს, შევქმენი  ახალი  ბლოგი,  გავეცანი  პროექტის   გეგმის  სასწავლო პროგარამას  და 21- საუკუნის უნარ-ჩვევებს.შევარჩიე   ჩემთვის  მისაღები  რამოდენიმე უნარ-ჩვევა, რაც  მინდა  რომ  განუვითარდეთ  მოსწავლეებს.