მეორე დღეც ძალიან საინტერესო იყო, გავეცანით ერთმანეთის პროექტის იდეებს, გავაკეთეთ კომენტარები, ერთმანეთს მივეცით რჩევები, გავაკეთეთ ბროშურის გარეკანი. დავალებად მივიღეთ პირველი მოდულის თავიდან ბოლომდე წაკითხვა, ერთმანეთის ბლოგებზე კომენტარების გაკეთება და ბროშურის შიგთავსის იდეის მოფიქრება.
Sunday, September 28, 2014
Saturday, September 27, 2014
ჩემი პროექტის იდეა
New Year Around The World
მრავალი ტრადიციული დღესასწაული არსებობს, მაგრამ ახალი წელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანია მათ შორის. მსოფლიოს ყველა ქვეყანაში განსაკუთრებულად აღნიშნავენ ახალ წელს. აქედან გამომდინარე მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას, როგორ ხვდებიან ახალ წელს სხვადასხვა ქვეყანაში.გაეცნობიან ამა თუ იმ ქვეყნის ტრადიციებს და კულტურას. შემდეგ მოახდენენ შედარებას ქართულ ტრადიციებსა და სხვა ქვეყნის ტრადიციებს შორის. მოხდება მათი განხილვა, გაანალიზება და შემდეგ მოცემულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გააკეთებენ პრეზენტაციას. ასევე სკოლაში მოაწყობენ საშობაო ღონისძიებას.
პირველი დღის რეფლექსია
დავრეგისტრირდი INTEL-ის სასწავლო პროგრამაზე, გავეცანით პროექტის მიზნებს და ამოცანებს, შევქმენი ახალი ბლოგი, გავეცანი პროექტის გეგმის სასწავლო პროგარამას და 21- საუკუნის უნარ-ჩვევებს.შევარჩიე ჩემთვის მისაღები რამოდენიმე უნარ-ჩვევა, რაც მინდა რომ განუვითარდეთ მოსწავლეებს.
Subscribe to:
Posts (Atom)